თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

27/10/2017

გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტი ყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაც დაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოტური განაშენიანების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნა მიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლით თუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0