თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში იტალიის სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ენრიკო ვალვოს ქართულ-იტალიური ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული საქმიანობისთვის. ენრიკო ვალვომ თბილისის მერს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საახალწლოდ მორთული თბილისი განსაკუთრებულია.
„ძალიან ლამაზია საახალწლოდ მორთული თბილისი. ქალაქში იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. წელს განსაკუთრებულია თბილისი საახალწლო განათებებითა და საზეიმო მორთულობით“, – განაცხადა ენრიკო ვალვომ.