თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

29/06/2018

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, აბანოთუბანში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან კი ანსამბლ „მზიურის“ კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინიციატივით მიმდინარე პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ყოველი კვირის ბოლოს – პარასკევს და შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კონცერტი და წარმოდგენები ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში. ახლა ვიმყოფებით ძველ თბილისში, აბანოთუბანში, სადაც თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ უნიჭიერესი შემსრულებლები მართავენ კონცერტს. საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი, კარგი განწყობაა და გვინდა, ეს განწყობა ყოველთვის შევინარჩუნოთ. დედაქალაქს სჭირდება მეტი პოზიტივი და მეტი ასეთი ღონისძიება, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“- განაცხადა თბილისის მერმა.

ახალი პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში, უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0