ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი) საბავშვო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართა საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა; ასევე, ფუნქციონირებდა ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართა საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფის შოუ, კარნავალი. საბავშვო ღონისძიებები გაიმართა თბილისის სხვადასხვა რაიონებშიც. ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობებმა. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები, რომელსაც ბავშვებთან და მშობლებთან ერთად რაიონების გამგებლები, ასევე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში საბავშვო ღონისძიება გაიმართა
01/06/2023