თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

24/07/2017

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:
“დღეიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორ მხრივად.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ქ. თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0