თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტების საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის სწავლება ჩატარდა

02/04/2024

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტების საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირების მომზადების პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამაგიდე (თეორიული) სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ადმინისტრაციის უფროსი ვალერი ჭიღლაძე, საქალაქო სამსახურების, თბილისის რაიონების გამგეობების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება შსს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.
სწავლების მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის პროექტის განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი საგანგებო მართვის გეგმის პროექტი შეიმუშავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0