თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე

20/07/2016

კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია.

პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიებისა და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებითა და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი ლეღვთახევი შეარჩიეს.

პროექტის მიზანია ტურისტებმა ძველი თბილისის ისტორიული იერსახე გაიცნონ, შეიტყონ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0