თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილება „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ე.ჰ. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისის ინტერპოლმა ძებნილი პირი დააკავა
05/08/2017