„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
26/10/2023