თამარისის წყალსადენის ამორტიზებული დამწნეხი მილდენის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

Friday September 1st, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება დაბა თამარისის მაცხოვრებლებისთვის.
მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ძალისმევით დასახლებაში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაბა თამარისის წყალსადენის ამორტიზებული დამწნეხი მილდენის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 5 კილომეტრიანი სიგრძის მთავარი დამწნეხი მილსადენი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შედეგად დაბა თამარისის მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი.
,, დღეს მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები დაბა თამარისში, რომელიც ვფიქრობთ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს პრაქტიკულად 25 წელია სასმელი წყალი ნორმალურად არ მიეწოდებოდა. ჩვენი ძალისხმევით ეს საკითხი წელსვე გადაწყდება, რითაც დაბა თამარისის მოსახლეობას ათეული წლების ნამძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0