თავრობის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი შეუთანხმებელ ნაბიჯებს დგამენ

26/04/2016

საარჩევნო კამპანიის ვადებთან დაკავშირებით შეიქმნა ხელახალი პრეცედენტები იმისა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი შეუთანხმებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც კაცმა რომ თქვას, აღარ გვეგონა, რომ მოხდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, როგორც ჩანს, ჰარმონიზაცია და ნაბიჯების ერთდროულად გადადგმა საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკაში ძნელია.

,,ჩემი აზრით, ჯობია, რომ ორივე მხარემ საზოგადოების თვალში კონსტრუქციული როლი ითამაშოს, ჩანდეს, რომ ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური პროცესის წაყვანას დაძაბულობის გარეშე. დაძაბულობის უნებლიე პროვოცირება აღიქმება ცუდად და შეიძლება დამთავრდეს კიდეც ცუდად”,- განაცხადა საყვარელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0