თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივი სავაჭრო სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა

13/04/2018

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა, – აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.
შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0