„თავისუფალი დემოკრატები“ წინასაარჩევნოდ რაიმე კოალიციის შექმნას გამორიცხავენ, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტიას ჰქონდა ზოგადი თანამშრომლობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან.
„ ჩვენ გვქონდა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საუბარი, არ გამოვრიცხავთ საარჩევნო საკითხებზე სხვა კონსულტაციებსაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს რაიმე კოალიციის ჩამოყალიბების ხარჯზე. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ თავისუფლად ვაგრძლებთ წინასაარჩევნო კამპანიას და ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.