თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.
ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის თანაბარი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს:
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებების და აგიტაციისათვის გამოყენებისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კიდევ ერთხელ გასცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება-გამოქვეყნებამდე.
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის სთხოვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კიდევ ერთხელ მიაწოდოს ეს ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულებს და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ შეახსენებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, როგორიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, მერები და გამგებლები, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა
03/10/2017