თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

04/04/2016

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა. როგორც prof-news-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერიც დაესწრო.
ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებმა და კურსანტებმა საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისა და ქვეყნის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

“საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯთან თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0