თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში შეხვდა

12/10/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში ალე დორჰუტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ჰოლანდიის დელეგაციის წევრებს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც ესწრებოდა.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0