თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიელი პარტნიორები ეწვივნენ

03/04/2017

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტისა და ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ნიკოლაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანს დისტანციური სწავლების სისტემის ანალიზი და ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის ეტაპების დაგეგმვა წარმოადგენდა. ნორვეგიელმა სტუმრებმა შეხვედრისას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლებს დისტანციური სწავლების კუთხით საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0