ზურაბ სეხნიაშვილმა, დუშეთში მცხოვრებ მრავალშვილიან, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა მოქალაქეებს პირადად მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული

07/01/2020

დუშეთის მუნციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ქ. დუშეთში მცხოვრებ მრავალშვილიან, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა მოქალაქეებს პირადად მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული. მან პირველადი მოხმარების სასურსათო ნაკრებები 45 ოჯახს, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილთან და მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად გადასცა.

„ჩვენი სურვილი იყო საშობაო განწყობა შეგვექმნა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას, მზრუნველობას და იმედია ეს მცირედით მაინც შევძელით ” – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0