ზურაბ პატარაძე ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

30/06/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აჭარის სამმართველოს უფროსი გიორგი ქაშიბაძე, ქალაქ ბათუმის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები გააცნეს. განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა აჭარაში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ. ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება ვეტერანებისთვის. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით ბათუმში მცხოვრები ვეტერანები გაზით და შუქით უფასოდ სარგებლობენ. საუბარი შეეხო ზემო აჭარაში ვეტერანთა პროგრამების შესახებ ინფორმაციის წვდომის გაზრდას და ამ მიმართულებით დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზებას. შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0