აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას „Expo Batumi Travel 2018” ესტუმრა და საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სექტორის მიერ წარმოდგენილ პოტენციალს გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გამოფენაზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი. მიმდინარე წელს გამოფენაში 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია ღებულობს მონაწილეობას. „Expo Batumi“ ტურიზმის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო გამოფენაა საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად კომპანია „GEONET EXPO”მართავს.
ზურაბ პატარაძე გამოფენა „Expo Batumi Travel 2018”-ს ესტუმრა
12/05/2018