ზურაბ პატარაძე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

16/08/2017

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფექთების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო. აფეთქების ადგილზე ხანძარი მალევე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ირგვლივ არსებულ სახელები დაზიანდა. დაზარალებულ მოსახლეობას ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრი დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს და მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0