ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში. საუკუნოვან ბაღს 150 ძირი ახალი მარადმწვანე ხე საჩუქრად ფონდმა “ქართუმ” გადასცა. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, დაწყებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებიც მოინახულეს და სიმბოლურად, რამდენიმე მცენარის ეტიკეტირებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომამდე ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ზურაბ პატარაძე პოლონელი ტურისტების ჯგუფს გაესაუბრა და რეგიონში სამახსოვრო დღეების გატარება უსურვა.
ზურაბ პატარაძე ბოტანიკური ბაღის გამწვანების აქციაში ჩაერთო
03/05/2018