ზურაბ პატარაძე ბათუმში გამართულ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“-ს დაესწრო

12/10/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში გამართულ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“-ს დაესწრო. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც განიხილება ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები მაღალი რანგის თანამდებობების პირების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ.
რიგით მე-11 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ერთდღიანია და იგი დღეს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0