ზურაბ პატარაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართულ კონცერტებს დაესწრო

31/08/2017

წლევანდელ ტურისტულ სეზონზე გასართობი ღონისძიებები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ყოველდღიური უფასო კონცერტები კვლავ გრძელდება.
მუნიციპალური შემოქმედებითი ჯგუფებისა და ფოლკლორული ანსამბლების შემდეგ, დღეს ადგილობრივი ბენდების უფასო კონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „Black Sea Sound”, რომლის ფარგლებშიც 5 პროფესიული ვორქშოპი გაიმართა. პროექტის მიზანი ადგილობრივი მუსიკოსების საავტორო შემოქმედების წარმოჩენა იყო.
დღესვე, ზურაბ პატარაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში დაესწრო ფოცხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის „მეტეხის“ კონცერტს. კონცერტი ხალხმრავლობით და მაყურებელთა ოვაციებით გამოირჩეოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0