გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მხარეში ჭადრაკის პოპულარიზაცია-განვითარებისათვის სამუშაო გეგმის განხილვა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამდროვე საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, ფედერაციამ ადგილობრივ ჭადრაკის მოყვარულებს საჭადრაკო ინვენტარი და ლიტერატურაც უსახსოვრა. ასევე დაისახა სამომავლო გეგმა ოზურგეთში საჭადრაკო კლუბის გახსნაზე.
ზურაბ ნასარაია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
10/05/2019