ზურაბ ნასარაია, ორგანიზაცია “ViviCastellanaGrotte”-ს, სოციალური პრომოუშენის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

26/10/2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, იტალიელ ჟურნალისტს, ორგანიზაცია “ViviCastellanaGrotte”-ს, სოციალური პრომოუშენის ასოციაციის პრეზიდენტს დანიელა ლოვეჩს შეხვდა. დანიელა ლოვეჩემ ზურაბ ნასარაიას ბარის პროვინციის ქალაქი კასტელანა გროტეს მერის, ფრანჩესკო დე რუვოს მისასალმებელი წერილი გადასცა. ქალაქის მერი წერილში იმედს გამოთქვამს სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორულ თანამშრომლობაზე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, რეგიონში ტურისტული და სოციალური სფეროს მიმართულებით პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მზადყოფნა მომავალში საქმიანი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
იტალიელი სტუმარი დანიელა ლოვეჩე, ოზურგეთში ქართულ-იტალიური ორმხრივი პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელშიც ჩართვის გადაწყვეტილება ქართული დიასპორის, აქტიური წევრის ხათუნა შარაძის რჩევით მიიღო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ოზურგეთში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის დაესწრება ალეგრობის დღესასწაულს. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ორგანიზაცია სტუდენტურ ახალგაზრული სათათბიროს წევრი ნათია გიგიაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0