გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია, იტალიის ქრისტიან მუშაკთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ორგანიზაცია „აკლი“- ს ბარი-ბათის პატრონაჟის პრეზიდენტ, ვინჩენცო ლიპოლისს და ვიცე-პრეზიდენტ კარმინე ლიუსის შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, რეგიონში ტურისტული და სოციალური სფეროს მიმართულებით პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ოზურგეთის პროფესიული კოლეჯ „ჰორიზონტ“- ში სახვადასხვა კუთხით სპეციალისტების მოწვევის საკითხზე. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც დასახეს.
ზურაბ ნასარაია, იტალიის ქრისტიან მუშაკთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
09/09/2019