ზურაბ ნასარაია, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

19/06/2019

იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ნორიკო ჰაშიმიკო და თეონა მაჭარაშვილი, გურიის მხარის რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდნენ. საელჩოს წარმომადგენლებმა, იაპონიის მთავრობის საგრანტო კონკურსის სპეციფიკაზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს, ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს,რის დაფინანსების შესაძლებლობასაც იაპონიის საელჩო განიხილავს. ასევე, იმსჯელეს ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორციელებელ პროექტებზე. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მზადყოფნა მომავალში საქმიანი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, რეგიონში შემავალი სამივე მუნიციპალიტეტის მერი და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0