ზურაბ ნასარაიასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული წამახალისებელი ფოტოკონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

05/06/2019

დღეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული წამახალისებელი ფოტოკონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის მიზანი გურიის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია გახლდათ. იგი სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გამოცხადებული. კონკურსში გამარჯვებისთვის საჭირო იყო მონაწილეებს გადაეღოთ შესაბამისი თემატიკის ფოტო, გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელ facebook-ზე, გაევრცელებინათ და დაეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი მოწონება. ატვირთული ფოტო უნდა ყოფილიყო საჯარო და იდენტიფიცირებისთვის გამოეყენებინათ შემდეგი სამი მონიშვნა: ესგურიაა, ფოტოს ადგილმდებარეობა და სკოლის დასახელება.
კონკურსის გამარჯვებულს – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს ქეთა მენაღარიშვილს ორგანიზატორებისგან გადაეცემა სიმბოლური პრიზი. ყველაზე აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდებიან ერთდღიანი შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში; ასევე, გამარჯვებული მოსწავლის კლასისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ექსკურსიის მოწყობას ამავე მუნიციპალიტეტში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0