ზურაბ ნასარაიამ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

27/11/2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქ ოზურგეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 74 746 ლარით ფინანსდება. სოფელ კვირიკეთში მდინარე ბჟუჟის გასწვრივ, იპოდრომთან, გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 584 989 ლარს შეადგენს. სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან, ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 358 999 ლარით ფინანსდება. ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ქალაქ ოზურგეთში ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება. პროექტის ღირებულება 62 826 ლარს შეადგენს. სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 268 739 ლარით ფინანსდება. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 950 000 ლარით დაფნანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0