ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

29/07/2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის შუხუთის,აცანის და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 64 165 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ბოლოსთვის დასრულდება. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებაც. სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0