ზურაბ ალავიძე KFW-ის წარმომადგენლებს შეხვდა

09/12/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება მყარი ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0