ზურაბ ალავიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

27/03/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და დაგეგემილ პროექტებში ინვესტორების ჩართულობის საკითხს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0