ზურაბ ალავიძემ ხაშურში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

05/07/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერებინა. კერძოდ, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე #7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ქვემო ოსიაურში გზის მოასფალტების სამუშაოები და ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე უკვე მოწყობილი მინი სტადიონი. მინისტრთან ერთად ხაშურში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, წარმომადგენლები სამხარეო ადმინისტრაციიდან და საჯარო სექტორიდან.
#7 საბავშვო ბაღის შენობა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი, სარემონტო სამუშაოების შემდეგ ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. ახალი საბავშვო ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, მოეწობა ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაც. პროექტს მსოფლიო ბანკი735 751ლარით აფინანსებს. ხაშურელი პატარები განახლებულ ბაღში შემოდგომიდან მივლენ.
სოფელ ქვემო ოსიაურში გზის მოასფალტების სამუშაოები თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 220 958 ლარით დაფინანსდა.
ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტისთვის 110 000 ლარი გამოიყო. სპორტული მოედნების მოწყობა ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0