ზურაბ ალავიძემ აწყურში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

01/12/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ამჯერად, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, მხარის გუბერნატორთან ერთად, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ აწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება 300 კუბური მეტრი რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტულ ობიექტებს.
სოფელში პარალელურად მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლების – აწყურის ციხისა და აწყურის კათედრალის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0