რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს არად ბენკოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ პროექტს ახორციელებს.
ელჩმა კიდევე ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს, ზურაბ ალავიძემ სამინისტროს სახელით, ავსტრიის მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ზურაბ ალავიძემ ავსტრიის ელჩს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
22/09/2017