ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა – დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 000 ლარი გამოყო. ზურაბ აზარაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დავით ჩხაიძის რეაბილიტაციის პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო – პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და თავს კარგად გრძნობს. აჟამად, გეგმიურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ მედიკამენტებს უფასოდ იღებს. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც, თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
ზურაბ აზარაშვილმა, ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა
26/07/2022