ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი“ დაათვალიერა. „დოქტორ გუდსი“ პირველი ქართული საწარმოა, რომელიც საქართველოში ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს.
სამედიცინო საწარმოს მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება. მინისტრის განცხადებით, ვინაიდან სამედიცინო სექტორისთვის სახარჯი მასალების მაღალი ხარისხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, 2025 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას იწყებს.
“დოქტორ გუდსს” განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – აღნიშნული პროგრამის სესხის უზრუნველყოფის კომპონენტით კომპანიამ დამატებით მოიზიდა ფინანსური რესურსი წარმოების გაფართოებისთვის.
ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი“ დაათვალიერა
10/11/2022