ზურაბ აზარაშვილი ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

10/04/2022

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო. ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მოეწყო. დაწესებულების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მოვლენის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა. ღონისძიებას ზურაბ აზარაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორი, ღასან ხალილი და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), მხარდაჭერით აღიჭურვა. მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულება, 2020 წელს თბილისში, COVID-19-ის პანდემიაზე სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0