ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. იმსჯელეს კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და მომდევნო კვირაში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისთან ონლაინ შეხვედრაც ჩაინიშნა, სადაც მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
14/01/2022