ზურაბ აზარაშვილი, იტალიის ელჩს შეხვდა

19/10/2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ, საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0