ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ზურაბ აზარაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა
06/12/2023