ზუგდიდში წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციას კომპანია “აზ ინ შაათი“ ახორციელებს. რეაბილიტაცია ამჯერად რუსთაველის მესამე შესახვევს უტარდება, პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები. ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება.
ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02/05/2020