ზუგდიდში ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის განხილვა გაიმართა

16/12/2019

ზუგდიდში ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტმა“ შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. განხილვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0