ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მისი მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენნ. სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფირცხელავას ქუჩაზე, ღირებულება 450 000 ლარი. ნარაზენის (საპერტიოს უბანი, კ. გამსახურდიას, კ. სერგიას და მაცხოვრის ქუჩები), ყულიშკარის (გამარჯვების უბანი) და ოქტომბერის (საზარქუოს უბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯამში ღირებულება – 7 400 000 ლარზე მეტი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაკალის უბანში საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო (მეორე ეტაპი) სამუშაოები. ღირებულება 1 453 648 ლარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
05/12/2023