ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალი ორდღიანია და 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები: რუსთავი, ბასიანი, ერისიონი, არსიანი, ოდოია, ბედინერა, კოლხური ტრიო, ფაზისი, ჰარირა, ორბელი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მუსიკელი, ჩელა, ჩხოროწყუ, კოლხეთი, ეგრისი. ღონისძიება ვლაქერნობის დღესასწაულის კვირეულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.
ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიხსნა
14/07/2022