ზუგდიდში ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან შეხვედრა მოაწყო

02/10/2019

USAID– ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, ზუგდიდში ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან შეხვედრა მოაწყო. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გიორგი ქვარაია ესწრებოდნენ. დავით ფარცვანიამ შეხვედრის მონაწილეებს კენკროვანი კულტურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა გააცნო. საუბარია ლურჯ მოცვზე, მაყვალსა და ჟოლოზე. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით დააფინანსებს. ბაღების მოცულობა არ უნდა იყოს 0.5 ჰექტარზე მეტი.
USAID– ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ეგიდით გამართული შეხვედრის მიზანია მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნაში ფერმერების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მოცვის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას და დარგის მდგრად განვითარებას.
მოცვის წარმოება მზარდია, შესაბამისად, გააჩნია შიდა და საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის დიდი პოტენციალი, რომლის ეფექტიანი გამოყენებაც დადებით ზეგავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე გრძელვადიან პერიოდში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0