სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიცპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები იმართება. კრებებს მარტვილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
დღეს, დასახლების საერთო კრებები მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის, კურზუს და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა, სადაც გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. მარტვილში საერთო კრებებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში რუხსა და რიყეში გამართულ შეხვედრებს, სახელმწიფო რწმუნებულის კიდევ ერთი მოადგილე კობა ქანთარია დაესწრო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თანხის გაანგარიშება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხორციელდება, კერძოდ:
• 200 მოსახლეზე- 5 000 ლარი;
• 201-დან 400 მოსახლეზე – 6 000 ლარი;
• 401-დან 1 000 მოსახლეზე – 8 000 ლარი;
• 1 000 მოსახლეზე მეტი – 10 000 ლარი.
დასახლების საერთო კრებებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საერთო კრებები ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.