“ზუგდიდობა 2016” გაიმართა

10/09/2016

დღეს პირველად „ზუგდიდობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ქალაქს აქამდე საკუთარი დღესასწაული არ ჰქონია. „ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები იყო გამოფენილი, წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო.

დადიანების ეზოში თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდა ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იყო ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია.
პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები, ელჩები და საქართველოს სხადასხვა მხარის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს მასპინძლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ქალაქ ზუგდიდის მერმა გაუწიეს.
დღის ბოლოს საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ – დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართა. სადაც მონაწილეობა დავით ევგენიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ანსამბლმა „ოდოიამ“ მიიღეს. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იყვნენ.

„ზუგდიდელებს ვულოცავ ამ ლამაზი და ისტორიული ქალაქის დღესაწაულს, რომელიც წელეს პირველად ჩატარდა. ეს დღე განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის და მინდა გამცნოთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქს საკუთრებაში გადაეცა, ბაღის რეაბილიტაციისთვის კი თანხა გაიზარდა და ის 12 მილიონ ლარამდე შეადგენს. ეს ყველაფერი არ არის ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სიურპრიზი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ლანშაფტური ძეგლების ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი და უახლოეს მომავალში ზუგდიდის დადიანების ბოტანიკური ბაღი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ბაღ-პარკების სიაში მოხვდება. დადიანების ბაღი იქნება საქართველოდან პირველი ბაღი, რომელიც ამ პრესტიჟულ სიაში იქნება“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0