დამდეგი შობა-ახალი წელი ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 14 ოჯახი ცხოვრობს. ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებს ჯამში 550 ბენეფიციარზე მეტს გადასცემს.
ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს
28/12/2019